აქტუალური
„ენვერის საქმე თავიდან ბოლომდე სააკაშვილის შეთხზული იყო“– ნანა წულაძე

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ენვერის” საქმის პატიმრები, ე.წ. ჯაშუშები, პოლიტპატიმართა სიაში გაცილებით ადრე, 2011 წელს მოხვდნენ, ვიდრე პარლამენტში პოლიტპატიმრების საკითხის განხილვა დაიწყებოდა, - ამის შესახებ ადვოკატი ნანა წულაძე აცხადებს.

 „რატომ მოხვდნენ ეს პირები სიაში?! რეჟიმის მიერ დაპატიმრებულთა შესახებ არსებობს გაეროს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებსა და სპეციალურად გასამართლებულებსაც ეხება. ენვერის საქმე კი, თავიდან ბოლომდე სააკაშვილის შეთხზული იყო. ეკა კვესიტაძეს გადაცემამდე დავუკავშირდი, რომ გევორქიანთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმეწოდებინა, მაგრამ მითხრა, რომ თუ რამე მინდოდა, რუსთავი 2-სთვის წერილობით მიმემართა და ტელეფონი გამითიშა. ამ დღეებში, გევორქიანის პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით, სარჩელის მომზადებას ვგეგმავ. ადამიანს, რომელსაც ეპილეპსია ჰქონდა, ციხეში წამალსაც არ აწვდიდნენ და მისი დისკრედიტაცია დღესაც გრძელდება. მივმართავ პროკურატურას - მოხსნას გრიფით საიდუმლო და ეს საქმე შეისწავლოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ინსინუაციები მორჩეს. მე, როგორც ადვოკატი, იურისტი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ - თუ ვინმეს იმის თქმა შეუძლია, რომ ენვერის საქმეში ჯაშუშობის ერთი მტკიცებულება მაინც არსებობს, მთელი ქვეყნის წინაშე ბოდიშს მოვიხდი. საქმის განხილვისას მოსამართლეც გაოგნებული იყო. ენვერის საქმეში, კონკრეტულად, სააკაშვილ-მერაბიშვილის ინტერესები იკვეთებოდა. ჩვენამდე მოდიოდა ხმები, რომ იმ უცხოურ, დახურულ ორგანიზაციაში, რომელშიც გევორქიანი და შიკოიანი მუშაობდნენ, ხელისუფლება ვერ შედიოდა და ბიზნესის ხელში ჩაგდება ამ გზით გადაწყვიტეს. ზოგის მიწა სჭირდებოდათ, ზოგის - ბიზნესი, კერავდნენ საქმეებს და ადამიანებს ჯაშუშებად აცხადებდნენ”, - აცხადებს, კერძოდ, ადვოკატი.