საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე: "ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის დასასრულს თქვა, რომ – "რჩება ქვეყნის ჯარისკაცად", – ანუ, არც ივანიშვილის თანამებრძოლად და არც "ქართული ოცნების" წევრად! დიახ, "წასვლისას", მან არც ივანიშვილი ახსენა და არც "ქართული ოცნება"! ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა ვერ შეძლო საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაცვა, უწინარესად კი, ივანიშვილის მხარდაჭერის მოპოვება! სავარაუდოდ, ღარიბაშვილი ცდილობდა გათავისუფლებულიყო "რესპუბლიკური პარტიის" წევრ–მინისტრებისაგან მისი მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ აქაც ვერ შეძლო ივანიშვილის დარწმუნება! დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს არ მიეცა საშუალება, რომ მომავლი წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" სიის დაკომპლექტებისას "ლომის წილი" მას რგებოდა, მან ამაზეც ივანიშვილის უარი მიიღო, რაც აქაც განპირობებული იყო "რესპუბლიკელების" ფაქტორით! საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილი წავიდა, რაც არ არის ივანიშვილის ინტერესებში! თუკი ბიძინა ასე ფიქრობს, იგი მწარედ ცდება, რადგანაც ღარიბაშვილის გადადგომა, – ორივეს მარცხია! აი, "რესპუბლიკელები" კი, ზეიმობენ!".