სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა ზაზა . ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნიღბიანი, ცივი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას აპირებდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანა, „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა, შავი ტყავის ხელთათმანები და სამედიცინო პირბადე ამოიღო.