სამართალი
შსს-მ „პე-ეს-პე“-ს აფთიაქის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა ვლადიმერ . ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა ქუთაისში ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეარაღებულმა ვლადიმერ მ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 500 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.