თბილისში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება
დღეს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: “საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა”. ღონისძიება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ არის ორგანიზებული და მისი პროექტის – “საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება” – ფარგლებში ეწყობა.
პროექტს ევროკავშირი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებენ. მისი პარტნიორები არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.