საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრის, სტენი ჰოიერის მრჩეველთან შეხვედრა გამართა. კონგრესმენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დანიელ სილვერბერგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებით დაინტერესდა.
შეხვედრაზე საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი ქართული სახელმწიფოს მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე და განაცხადა, რომ საქართველო მოწადინებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში.
საქართველო-აშშ-ის არსებული ურთიერთობებზე საუბრისას სტუმარმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სწრაფი ტემპებით ვითარდება და ურთიერთთანამშრომლობა კონკრეტული პროექტების განხორციელების სტადიაში იმყოფება. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქართული საზოგადოება გრძნობს იმ მხარდაჭერას, რასაც ამერიკული მხარე საქართველოს მიმართ ახორციელებს და მადლიერებას გამოთქვამს აღნიშნული თანამშრომლობისთვის.