საზოგადოება
ირაკლი შიხიაშვილმა საქართველოს მასშტაბით რეგიონალური სამმართველოების შემოვლა დაიწყო

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი წლის ბოლოს რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებს მოინახულებს და ვეტერანებს შეხვდება. დირექტორი ჩავიდა  გორში და ახალციხეში, სადაც  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს  საახალწლო საჩუქრები გადასცა. რეგიონალური სამმართველოების თანამშრომლებისგან კი არსებული პრობლემები და შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა. ასევე ახალციხეში აფხაზეთის ომის ვეტერანის ზაზა ხრიკაძის ოჯახს ესტუმრა და პირადად მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი. მომავალ შეხვედრებს ირაკლი შიხიაშვილი მცხეთაში და რუსთავში გამართავს.