აქტუალური
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი.  bfm.ge-ის ინფორმაციით,მოქალაქე როლანდ ბლადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შორის არსებულ სადავო ბინის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ყადაღის წარმოშობის გადაწყვეტილება მიიღო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი იცავს, რომელმაც დავის პროცესში, არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

bfm.ge ინფორმაციის გავრცელებამდე, შეეცადა გადაემოწმებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდი, სადაც გიორგი პაპუაშვილის უძრავ ქონებას, ქ. ბათუმში, მდებარე გორგილაძის ქუჩა #37, ბ8, ვალდებულების წარმოშობის გრაფაში, ყადაღა/აკრძალვა არ ადევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი ველი, ბოლოს განახლებულია 2015 წლის 20 ნოემბერს, 17:27:10 საათზე. განაცხადის განახლებით დაინტერესებულ პირად დაფიქსირებულია ბექა ჯავახიშვილი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოფიციალური გვერდის ცნობით, ბექა ჯავახიშვილი ორგანიზაციის იურისტია.