აქტუალური
თავდაცვის მინისტრის მრჩეველის შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენების სტაფერებთან

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დანიელ სილვერბერგს და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივი კომიტეტის წარმომადგენელს ველს ბენეტს შეხვდა.

 შოთა ღვინერიამ ამერიკელ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებსა და აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

დანიელ სილვერბეგმა და ველს ბენეტმა ქართულ მხარეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მზაობა გამოთქვეს, რომ კონგრესში აქტიურად დაუჭერენ მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ინიცირებას.