სამართალი
მთავარი პროკურატურის განცხადება გ.ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2015 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი.

 ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე - დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა.

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“.