სამართალი
"ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს"-ელისაშვილი (ვიდეო)

  საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. სადებატო არაფერი მაქვს, ეკა ბესელიას შევხდები საგამოძებო სივრცეში, მე ვამბობ, რომ ეს პოლიტიკოსები ადამიანის ბედით ვაჭრობდნენ, - ეს განცხადება, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). ელისაშვილი ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბესელიამ თქვა, რომ ელისაშვილს პირდაპირ დებატებში იწვევს და მას "ფლიდი" უწოდა. ელისაშვილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა და განაცხადა, რომ ის საკუთარ ბრალდებებს სწორდ ამ კომისიასთან დაამტკიცებს.

  "მე ბესელიას და კობახიძეს შევხვდები საგამოძიებო სივრცეში. სადებატო არ მაქვს არაფერი, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. აქ არის საუბარი დანაშაულზე, ძალიან მძიმე დანაშაულზე. რეპლიკებს და კომენტარებს კი არ ვაკეთებ, მე ვამბობ, რომ ეს პოლიტიკოსები ადამიანის ბედით ვაჭრობდნენ, პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს. პროკურატურა სიმართლის დადგენის სივრცე არ აღმოჩნდა და ეს სივრცე უნდა შეიქმნას პარლამენტში. თვალების ფერზე და ასეთ თემებზე მე არ ვლაპარაკობ. ბესელია ლანძღვა-თათხვას მოეშვას. ელისაშვილი ვარ, სავანის უბნიდან წარმოშობით. გამოთქმები შეარჩიოს",  - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.