სამართალი
მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საქმე აღძრა

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. პაპიძის განცხადებას, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა სამართალდამცველების მხრიდან, მთავარი პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა.

 "2015 წლის 22 დეკემბერს, .თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

 გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მაგდა პაპიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას", - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.

 მაგდა პაპიძის მტკიცებით, დაკავების შემდეგ, მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციელები გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.