საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი. მისი კეთილდღეობა, მისი უფლებები და თავისუფლებები. მშვიდობიანი გარემო მისთვის. განვითარების პირობები თითოეული მოქალაქისთვის. არა ცალკეულთა ფუფუნება, არამედ ყველა მოქალაქის კეთილდღეობა და დაცულობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, დეპოლიტიზირებულია პოლიცია; ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ, უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა; ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციას; ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები; მმართველობის სისტემა გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა.
“თავად ინსტიტუტები ძლიერია, თუკი მას მართავენ ძლიერი ლიდერები, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი ადამიანები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ხაზი უნდა გავუსვა მიღწევას, რომლის უკან ხელისუფლების დიდი ძალისხმევა დგას - უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსით საქართველოს ხელისუფლება ახერხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზუნველყოფას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.