აქტუალური
„ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 „დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას“, - განაცხადა პრემიერმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:

-       გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 000-ზე მეტი  შემთხვევა
-       გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 000-ზე  მეტი შემთხვევა
-       182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია
-       6 ათასზე  მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა
-       113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა
-      76 ათასზე მეტი ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია

 სოფლებში, სადაც არასოდეს ჰყოლიათ ექიმი და სასწრაფო, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები დგას. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. გასულ წელს 83 ამბულატორია გავხსენით. გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და აღნიშნა, რომ, წინასწარი გათვლებით, ამ სენისგან ის 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შემდგომი ეტაპია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზეც მთავრობა ჯანდაცვის გლობალურ ალიანსთან და მის ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერთან ერთად მუშაობს.