საზოგადოება
სკოლებში ინტელექტუალური კონკურსი იწყება

konkursiსპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სკოლებში ინტელექტუალური კონკურსი იწყება. პროექტ „ახალგაზრდა მოქალაქე 2011''-ის პრეზენტაცია №187 საჯარო სკოლაში მოეწყო.

X-XII კლასების მოსწავლეები შექმნიან ორკაციან ჯგუფებს, მათ დაურიგდებათ კითხვარები, რომლებშიც სახელმწიფოებრივ წყობასა და სამოქალაქო უფლებების შესახებ იქნება კითხვები.

ჟიური საქართველოს მასშტაბით გამოავლენს 16 საუკეთსო გუნდს, გამარჯვებულს კი დებატების შედეგად გამოავლენენ. პროექტი „ახალგაზრდა მოქალაქე 2011“ იანვარში აიღებს სტარტს და გამარჯვებულები მომავალი წლის ზაფხულში გამოვლინდებიან.