საზოგადოება
საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართველ ერს მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
“ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა “ისტორიულს” და მართლაც, დღეს არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს. ვულოცავ მთელ ქართველ ერს, მთელ ნაციას ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ გადადგა სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი ევროპისაკენ. რუსეთი ამ წუთში არის არასერიოზული სალაპარაკო, როდესაც გვაქვს ევროპაზე სასაუბრო. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.