პუბლიკაციები
ვეტერანები ხიდაშელის წინააღმდეგ — თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება

 ჩვენ მოწოდებულნი ვართ შეუერთდეთ 25 დეკემბერს 12.00-საათზე თავდაცვის სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას ქალბატონ თინა ხიდაშელის მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე.

მე როგორც ამ აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ჩემი მხრიდან სურვილი მაქვს თქვენ გაგიზიაროთ ამ ღონისძიების მიზანი და მდგარ საკითხებთან არსებული მცირედი მოსაზრებები.

ბუნებრივია მისაღებია და მისასალმებელი, რომ საქართველო რეალურად გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი და დიდი ოჯახის წევრი. ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე ზედმეტი «ღობეგლეჯიების» და ისტერიების გარეშე არა ვარ წინააღმდეგი დამყარდეს რუსეთთან ჯანსაღი მეზობლური ურთიერთობა და შეიცვალოს მათთან ე.წ. გაურკვეველი გაუნძრევლობის კლიმატი. დღეისობით ევროკავშირთან ურთიერთობების ფონზე, რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენა თავის მხრივ დააბალანსებს პოლიტიკურ ვნებებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) და აფხაზეთის რეგიონებთან, ხელს შეუწყობს ადამიანური ურთიერთობების დამყარებას და რაც ძირითადია მოგვეცემა საშუალება მხარეთა საფუძვლიანი მოლაპარაკებების ფონზე გამოირიცხოს შემდგომი დაპირისპირების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მიერ ჩვენს ძირძველ ოუპირებულ ტერიტორიებს ლარნაკზე დადებულს არავინ მოგვართმევს, რამეთუ კვლავ ჩვენი გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი ხდება ესოდენ მტკივნეული საკითხი, სადაც ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარი საშუალებებით უნდა მივიღოთ მონაწილეობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესებში ერთიან საქართველოში მხარეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების დასამკვიდრებლად.

აქვე ავღნიშნავ ჩვენი მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები მსოფლიოს ვეტერანთა თანამეგობრობასთან მათი ჩართულობით და მონაწილეობით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და მსოფლიოს მაშტაბით მშვიდობის საერთაშორიო მარშის ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

ვიმედოვნებთ, ყოველმა ჩვენთაგანმა წლების მანძილზე მიღებული გამოცდილების ხარჯზე და ზედმეტი ემოციების გარეშე, პატივი უნდა ვცეთ თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე «ერეკლე მეორის საზოგადოების» გამორჩეულ აზრს და მონდომებას, ჩვენი გააზრებული ქმედობით ხელი შეუწყოთ ქვეყნის ხელისუფლებას სწორად განსაზღვროს და თანმიმდევრულად განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური განვითარების საქმეში, ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან დიპლომატიურად გაწონასწორებული ნაბიჯი ყოველთვის წამოიწევა წინა რიგში და ღირსეულად წარსდგება მსოფლიოს თანამეგობრობის თვალში რაც ბევრი სიკეთის მომტანი იქნება სოგორც საშინაო აგრეთვე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

გარდა ზემოდ აღნიშნულისა, გვერდს ვერ აუვლი და წლების მანძილზე გადასაწყვეტი რჩება ვეტერანთა მდგომარეობა თავდაცვის სამინისტროს ნაწილში და ამ საკითხით კვლავ არავინ ინტერესდება, ან შესაძლებელია განზრახულადაც აფერხებენ საკითხების წამოწევას და გადაყვეტილებაზე მიღების მცდელობებს რომელიც ამ ღირსეული მოქალაქეების გულისტკივილს იწვევს.

  1. საქართველოს მაშტაბით წლების მანძილზე დაუკანონებელ საცხოვრებელ ბინებში (თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ საბინაო ფონდი) ცხოვრობენ ვეტერანები და მათი ოჯახები წევრები.
  2. არავინ არის დაინტერესებული უბინაო ვეტერანებით და მათზე საცხოვრებელი ფართის გამოძებნით.
  3. ხორციელდება და იგეგმება ვეტერანების გამოსახლება სანაცვლო ფართის ანდა კომპენსირების გარეშე.
  4. არ ხორციელდება 2004-2005-2005 წლებში ვეტერანთა კანონმდებლობაში განზრახულად გაუქმებული და შეუსწავლელად მიღებული კანონების შეცვლა და გაუმჯობესებული პირობებით აღდგენა.
  5. ღვხთის ანაბარად არის მიტოვებული ვაზიანის დასახლება და ნადგურდება სახელმწიფი ქონება, გარდა აღნიშნულისა თუნდაც დღემდე არ ხსნის ბალანსიდან კორპუსი N 1333-ს ქონებას და იქ მცხოვრები ვეტერანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. (უამინდობისას ქოლგების ქვეშ სძინავთ.)
  6. შეიმჩნევა ვეტერანთა ცდუნება და დეზინფორმირება, დარღვეულია მათი თანასწორობის პრინციპები რომელიც უხეშად არვევს საერთაშორისო სახელმძღვანელო სამართლებრივ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს «ომის ვეტერანთა და ომის მსხვერპლთა» უფლებების დაცვის ნაწილში.
  7. არ ინტერესდებიან თუნდაც 2004 წლამდე უკანონოდ გასხვისებული თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის მდგომარეობით და სხვა საკითხებით.

*თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომელ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებზეა ლაპარაკი და ნატოსა თუ ევროკავშირში შესვლაზე……

*აღნიშნულის გარდა იქნებ სხვა ქვეყნების ძალოვან და ომისა თუ კონფლიქტების მონაწილე ვეტერანების კანონმდებლობა

გადაგვეხედა თუნდაც რუსეთის………

არაერთი საფუძვლები და დასაბუთებული მასალები რეკომენდაციების მოსამზადებლად წარედგინა პოლონეთი, სოპოტი, 2015 წლის 30 აგვისტო-4 სექტებმერს გამართულ მსოფლიოს ვეტერანტა ფედერაციის 28-ე გენერალურ ასამბლეას და სამდივნოს.

მაპატიეთ მეგობრებო და კოლეგებო, თუნდაც ის ვინც მიცნობთ, გქონიათ და გაქვთ ურთიერთობა ჩემთან აქ შეიმჩნევა რაიმე «პრორუსული»…თუ აკვირდებ, რომ ყველა სკამს ეკიდება და გარკვეული ნაწილი ივიწყებს კიდეც არსებულ პრობლემებს, ან ამიხსნას ვინმემ რით განსხვავდება თინა ხიდაშელი სხვა წინამორბედებისაგან…მხედველობაში მყავს 2003-2004 წლის შემდგომი მინისტრები, რომლებსაც «ჩაპაევებად» რომ მოჰქონდათ თავი…….ნუთუ გსიამოვნებთ მისი უზრდელობა და გაუწონასწორებული ქმედობები, ეს ხომ დღეისობით ქართული ჯარის სახეა რომლის შექმნასა თუ ჩამოყალიბებაში არანაირი წვლილი არა აქვს შეტანილი…..მე პირადად ასეთი თავდაცვის მინისტრი არ მსურს რომელიც აფერხებს ჩემი ქვეყნის განვითარების პროცესებს და განზრახულად ჩიხში შეჰყავს ქვეყნის ტერიტორიული აღდგენის მცდელობები.

აღნიშნულთან დაკავშირებით აქციაზე ვიწვევ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიუკერძოებელ წარმომადგენლებს, ვეტერანებს და თადარიგში დათხოვნილ სამხედრო და შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს და უყურაღდებოდ მიტოვებულ ვეტერანთა ოჯახების წევრებს, ვისაც გააჩნია მეობა და თავისი საკუთარი აზრი. ყველას მიეცემა საშუალება გამოთქვას თავისი წუხლი და უუნარო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

infotv.ge