სამართალი
აფბა: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. 21 დეკემბერს „პირველის“ პრეს-კლუბში, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“, ბრიფინგი გამართა.  როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, ქართული საწვავის ფასები ისევ არ მოდის თანხვედრაში მსოფლიო ტენდენციებთან.

 „2014 წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ბირჟებზე, ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარს უტოლდებოდა, დღეს კი ბარელის ფასი 36 დოლარამდეა დაცემული. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანმა მზაობა გამოთქვა, ნებისმიერ ფასად დაეკავებინა საკუთარი წილი ბაზარზე. ირანის ამ გადაწყვეტილებამოპეკისწევრი სხვა ქვეყნებიც აიძულა, ბაზარზე მიწოდება გაეზარდათ, რამაც საბოლოოდ, ფასების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია.

 ამ პროცესებს დაემატა ამერიკის კონკრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ- საკუთარი ნავთობის გატანა ექსპორტზეც შეუძლია, უნდა ვივარადოთ, რომ 2016 წლისთვის ნავთობზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება. შეგახსენებთ რომ თითქმის 40 წელი აშშ- საკუთარი ნავთობი ექსპორტზე არ გაჰქონდა“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

 „2014 წლის ივნისიდან, როდესაც მსოფლიო ბაზარზე პირველი შემცირებები დაიწყო, 2015 წლის იანვრამდე, საქართველოში საწვავზე ფასები 15-18 %-ით იყო შემცირებული. ამავე პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის მინიმალური ღირებულება 1.97 ლარი იყო, დღეს ერთი ლიტრი იგივე ტიპის საწვავი 1.56 ლარი ღირს, ანუ შემცირდა 20.81%-ით. ლარის დევალვაციის გათვალისწინებით, რომელიც 32%–ს სცდება, ქართულ საწვავის ბაზარსა და მსოფლიო ფასებს შორის სხვაობა 22.41% გვაქვს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ბაზარზე ჯანსაღი სიტუაცია ისევ არ არის“, – განაცხადა ბაირახტარმა.