სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა მამუკა . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში, მამუკა ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით, ასევე “გოლდ სტარის” ტიპის საფანტის პისტოლეტი, სამი ვაზნით ამოიღეს.