სამართალი
შსს-მ 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პაატა . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული 20,9625 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,312 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას პაატა ც-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.