საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 2015 წელი ყველაზე მეტად მაინც საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის, როლის ზრდით გამოირჩევა.
„აბრეშუმის გზის“ აღორძინებამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მათი გამოყენება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რათა მათ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები, გაცვალონ იდეები და გააფართოონ პარტნიორობა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველი მინისტერიალის მასპინძლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაასახელა 2016 წლის პრიორიტეტები:
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს საქართველოს ოცნების ხორცშესხმაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.