ვოკალური მუსიკის კონცერტი დღეს კონსერვატორიაში ჩატარდება
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დღეს, ვოკალური მუსიკის კონცერტი ჩატარდება, რომელსაც ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მეცო სოპრანო - დანიელა პინი, ტენორი - იანგ იანგი, ასევე თეატრის სიმფონიური ორკესტრი. პროგრამაშია, ასევე, ჯოაკინო როსინის ოპერების ფრაგმენტები.