საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, “უვიზო მიმოსვლა ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია“.
„ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ევროპული ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის, ჯანდაცვის და სხვა სოციალური პაკეტები, რომლებსაც ვახორციელებთ… ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის ეს ყველაფერი დიდი შეთავაზებაა, რომ მათ დაიჯერონ - იმ ქვეყანასთან ყოფნას, რომელთანაც მიბმულები არიან, ამ ქვეყანაში ცხოვრება სჯობს”, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.
„ ეს არის გზა, რომელსაც აუცილებლად გავივლით და ამ გზაზე, ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს მოქალაქეები ევროპაში წელიწადში 180 დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებიან. ხვალ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვიზალიბერალიზაცია მივიღოთ. მაგალითად, წელიწადში 365 დღე. ევროკავშირის და შენგენის წევრი ქვეყნების გარდა, უვიზო მიმოსვლას შევძლებთ 4 განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიასა და ნორვეგიაში. მესაზღვრის მიერ დოკუმენტაციის შემოწმება ახლაც ხდება და მერეც მოხდება”, - განმარტა სოზარ სუბარმა.