სამართალი
„შენგენის ქაღალდის კედელი, რომელიც საქართველოსა და ევროპას 25 წლის მანძილზე ჰყოფდა, დანგრეულია“ – ჩხიკვაძე

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი.  ფონდ ღია საზოგადოება - საქართველო”-ს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცედურები ასეთია: ამ დასკვნის შემდეგ, ევროკომისია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიმართავს, რომელიც სავიზო რეჟიმის საკითხს კენჭს უყრის და გადაწყვეტილებას იღებს. შემდეგი ეტაპია - ევროპარლამენტის შესაბამისი კომიტეტის დასკვნა, რომელსაც თანხმობას ევროპარლამენტი აძლევს“.

 „გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ, ძალაში შედის. მოლდოვის გამოცდილებით უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოლოო შედეგი 5-6 თვეში გვექნება”, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.

 „საქართველოს მოქალაქეებს უსიამოვნო, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ. საშუალება ეძლევათ, ევროპა რეალურად გაიცნონ და არა მითებით. ეს შრომის ბაზრის გახსნას არ ნიშნავს. ევროკავშირის შრომის ბაზარი, ბოლომდე გახსნილი წევრი სახელმწიფოებისთვისაც არ არის”, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.