სამართალი
საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ფამილ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ფამილ ბ. მგზავრობდა, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.