უცხოეთი
სააკაშვილს ყაზახეთის ერთ–ერთი ქალაქის აკიმობა შესთავაზეს

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ყაზახეთის მუსულმანურმა კავშირმა ქვეყნის ერთ–ერთ ქალაქში აკიმის თანამდებობა შეთავაზა - იტყობინება ყაზახური გამოცემა NUR.KZ.

 ''თქვენმა გადამწყვეტმა და უშიშარმა ბრძოლამ კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, უდიდესი გავლენა იქონია ჩვენზე. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, თუ თქვენს პრაქტიკას ჩვენს ქვეყანაში გამოიყენებთ", - იტყობინება ყაზახეთის მუსულმანური კავშირი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ ''ფეისბუქზე'' კომენტარი გააკეთა თავად სააკაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ყაზახებს მიწვევისთვის, თუმცა განაცხადა, რომ უკრაინას ვერ დატოვებს.

"დიდი მადლობა მოძმე ყაზახებს, მაგრამ ასეთ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ უკრაინელ კორუმპირებულებს და უკრაინიდან არსად ვაპირებ წასვლას", -  განაცხადა სააკაშვილმა.