უცხოეთი
საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვისა და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას “ტრაგიკომედია” უწოდა. საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”-ს ცნობით პუტინმა აღნიშნული განცხადება ვლადიმერ სოლოვიოვის დოკუმენტურ ფილმში გააკეთა, რომლის ფრაგმენტიც თავად ჟურნალისტმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
“ის, რომ რუსულ ენაზე ჩხუბობენ – კარგია. კიდევ კარგი, რომ ქართული ან ოსური არაა, მაგრამ ეს ხომ სასაცილოა, ეს ნამდვილი ტრაგიკომედიაა”, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ავაკოვსა და სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება 14 დეკემბერს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა. შელაპარაკებისას უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა.