საზოგადოება
პოლიტპატიმრები ელისაშვილის პარლამენტში დაბარებას მოითხოვენ (ვიდეო)

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძის განცხადებით, პოლიტპატიმრებმა უკვე მიმართეს პარლამენტს, დაიბაროს ალეკო ელისაშვილი და გაირკვეს, რა შეკითხვები აქვთ მხარეებს ერთმანეთთან (ვიდეო იხ. აქ). „არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენი ადვოკატები ბოლომდე დაიცავენ ნებისმიერ პოლიტპატიმარს, რომლის გვარიც გაიჟღერებს არასასურველ კონტექსტში და ამის დადასტურება ვერ მოხერხდება“, – ეს განცხადება ნანა კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ არგუმენტების დროში“ შეწყალების სკანდალზე საუბრისას გააკეთა.