საზოგადოება
დევნილები პარლამენტის წინ კარვების გაშლით იმუქრებიან

karaviიძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების ვადა 15 იანვრამდე გადაიწია. ამის შესახებ განცხადება დღეს ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე "ხალხის პარტიის" წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ გააკეთა. ამასთან, როგორც დევნილები აღნიშნავენ, 14 დეკემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან, ასევე ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიერ განცხადება მიიღეს, რომლის თანახმადაც დევნილებმა 10 დღის ვადაში თავშესაფრი უნდა დატოვონ. "თავშესაფარი, სადაც გადავდივართ, საცხოვრებელ პირობებს არ აკმაყოფილებს. ჩვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, დაკავებულ შენობას არ დავცლით და პარლამენტის წინ კარვებს გავშლით", – განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა. დევნილების გადაყვანა კვლავ იგეგმება.