სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს საზღვაო ძალების საწვრთნელი ჯგუფი ეწვია

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა NATO-ს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბის მობილური საწვრთნელი ჯგუფი, რომელიც შეხვედრები გამართა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა ქართულ მხარეს NATO-ს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის მიერ წარმოდგენილი სწავლებისა და ტრენინგების პროგრამები გააცნო.

ნორთვუდის სარდლობამ სანაპირო დაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობისთვის, მათ შორის NATO-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია აქტიურ ძალისხმევაში“ მონაწილეობისა და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირების გაღრმავებაზეც იმსჯელეს.