პოლიტიკა
სავალუტო ფონდმა რუსეთის მიმართ უკრაინის ვალი ოფიციალურად ცნო

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის მიმართ უკრაინის ვალი ოფიციალურად ცნო. საუბარია 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ევრობონდებზე

აღნიშნული საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ რუსეთის ინიციატივით განიხილაუწყებაში აღნიშნავენ, რომ ევრობონდების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მისი მოთხოვნა ოფიციალურია

საუბარია უკრაინის მიერ 15 მილიარდი დოლარის ოდენობით აღებულ კრედიტზე, რომელიც რუსეთმა 2013 წლის დეკემბერში გამოუყოაქედან 3 მილიარდი დოლარი ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე იქნა განთავსებული, რომელიც რუსეთმა გამოისყიდა რუსეთის პრეზიდენტმა ფინანსთა სამინისტროს განკარგულება მისცა, უკრაინული მხარის მიერ ევრობონდების ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართონ

უკრაინის პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, რუსეთთან სასამართლოში იდავოს, რადგან აღნიშნულ დავალიანებას უკრაინა არა სახელმწიფო, არამედ კომერციულ ვალად განიხილავს.