პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ და გია ვოლსკიმ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა. კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ირაკლი კობახიძემ და გია ვოლსკიმ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების საკითხზე იმსჯელეს. 

მათი განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. კონკრეტულად, მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა 47 ათასს არ აღემატება და გამონაკლის შემთხვევებში, გადაცდომა 10-15% იქნება. „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დეპუტატები გუშინ მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს.