საზოგადოება
რიმა ბერაძე და მარგალიტა ხიდირბეგიშვილი საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდნენ

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ფრაქციასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე მარგალიტა ხიდირბეგიშვილი საქართველოში ლატვიის ელჩს, ქალბატონ ელიტა გაველეს შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობები, მიმდინარე საკითხები და საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი ლატვიაში არსებული ,,მეგობრობის სახლის’’ ფუნქციონირებასა  და მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება იყო.
მარგარიტა ხიდირბეგიშვილის ინფორმაციით, მსგავსი ,,მეგობრობის სახლის’’ გახსნა საქართველოშიც იგეგმება და ამ მიმართულებით ლატვიის, როგორც ევროკავშირში შემავალი ქვეყნის  პრაქტიკული გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია. 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა  და  ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის პრაქტიკის ლატვიური გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.