აქტუალური
რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აუქმებს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი.  2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აუქმებს.  შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ზომები განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ინტერესებს ეხება. 

თავისუფალი სავაჭრო ზონის გაუქმებას გამოეხმაურა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მისი თქმით, მოსკოვის გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასად, მზად არის ასეთი ნაბიჯისთვის. 

რუსეთსა და უკრაინას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ხელშეკრულებას 2011 წელს მოეწერა ხელი. 2016 წლის 1 იანვრიდან კი ძალაში შედის უკრაინასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.