აქტუალური
ალბანეთის პარლამენტი „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ქმნის

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალბანეთის პარლამენტის სპიკერს ილირ მეტას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზაზე საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტის სპიკერმა ილმირ მეტამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ურთიერთობების მეტად გარღმავების მიზნით ალბანეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ იქმნება. სპიკერის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიფიკაციის პირობებში და ნატოს ვარშავის სამიტამდე, უმნიშვნელოვანესია, ალბანეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ უფრო გააქტიურება, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში გამოიხატოს. ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.