საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. უპრეცედენტო შემთხვევა საფრანგეთის ისტორიაში: 50 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკი მოლდოვის დროშით მცურავ გემს კოლუმბიიდან გდანსკში გადაჰქონდა (ვიდეო იხ. აქ).
სასაზღვრო პოლიციამ ხომალდი საფრანგეთში, ლილეს პორტში დააკავა. გამოძიების ცნობით, 9-საათიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ კოკაინი ენდოსკოპიური კამერის დახმარებით იპოვა. დაკვირვების დროს აღმოაჩინეს ადგილი, რომელიც ხომალდის რუკაზე დატანილი არ იყო, გაჭრეს კედელი და იპოვეს რკინის კონსტრუქცია, რომელშიც კოკაინი იყო მოთავსებული.
გემის კაპიტანი ბადრი ბერიძე დაკავებულია. ის ქალაქ ბულონში იმყოფება. ეკიპაჟის 12-ვე წევრი სასამართლოს წინაშე წარდგება. ოჯახმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარებისთვის მიმართა. დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბადრი ბერიძე ხომალდზე ორი თვის წინ მოხვდა. ის თურქეთის მოქალაქემ დომინიკის რესპუბლიკიდან გემის ჩამოსაყვანად დაიქირავა, ადგილზე ჩასულ კაპიტანს კი სხვა ხომალდი დაახვედრეს.
ოჯახი ამბობს, რომ ბერიძემ არაფერი იცოდა და კაპიტანს არ აქვს უფლება, გემის მეპატრონის ტვირთი გახსნას.