საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ შეჩერებული ნორმების სამართალწარმოებაზე უკვე არსებულ გავლენაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, უკვე ნეგატიურ შედეგებს იძლევა სახელშეკრულებო დავებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფით გავლენას ახდენს სამართლებრივ დავებზე, ვინაიდან შეჩერებული ნორმები, ერთიანობაში შეეხო, სასამართლოებში მიმდინარე, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს. გადაწყვეტილება უარყოფიდად მოქმედებს, მათ შორის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს წინასწარ არ აქვს გათვალისწინებული, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ეს ჩანაწერი არ აქვთ ხელშეკრულებაში, დაუყოვნებლივი აღსრულება მათ საქმეებზე ვერ განხორციელდება, რის შედეგადაც, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს გადამხდევინებელს ან საერთოდაც, შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც, საერთოდ დავას სასამართლოში აზრი ეკარგება.