პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ნურსულთან ნაზარბაევს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან - ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთანდაკავშირებითდარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კიდევუფრო გაღრმავდება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქართველ და ყაზახ ხალხს“,–ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ  წერილში.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი იმ დიდ რესურსზე საუბრობს, რომელიც  ორი ქვეყნის ურთიერთობაში  არსებობს და მიიჩნევს, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა.