აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ახალი წლიდან ჩაერთვება

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა. მსურველები და კანდიდატობის კანდიდატები ძალიან ბევრია. მათ სჭირდებათ ძალიან საფუძვლიანი შესწავლა. მათ შორის არიან ჩვენი დღევანდელი აქტივისტები, ძალიან ბლომად. ალბათ, იანვრის ბოლოსთვის, საბოლოოდ ვიქნებით ჩამოყალიბებული. ბატონი ბიძინა, როგორც შეგვპირდა, იქნება, განსაკუთრებით, ახალი წლიდან, ძალიან აქტიურად ცაბმული ჩვენს ღონისძიებებში“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერების მხრიდან გახდა ცნობილი, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მეორე მოსმენით პარლამენტში გატანა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება.