აქტუალური
მთავარი პროკურორი ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics“-ის მიერ განხორციელებული პროექტის – სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში – შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.  ირაკლი შოთაძემ  იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც პროკურატურაში ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 „ევროკავშირი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უშუალოდ პროკურატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, რომელიც საკუთარი პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენს უწყებას რეფორმირებაში, ამისთვის  განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 პროექტი „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყებების წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინეს.