საზოგადოება
"ბევრი თითიდან გამოწოვილი ჭორებია" - აბუსერიძე

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ნამდვილად არ მიღირს არანაირი თანამდებობა, რომ ამ ოჯახში ბზარი გაჩნდეს“, - ასე განმარტავს რაგბის კავშირის უკვე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე მის მიე მიღებულ გადაწყვეტილებას. აბუსერიძემ განმარტება „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში გააკეთა. მან კანდიდატურა უკვე მოხსნა:

 „მე შეთანხმება არავისთან არ მქონია, ჩემი სურვილით გადავდგი ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ პრობლემები არ შექმნოდა ქართულ რაგბს. იმიტომ, რომ ბევრი თითიდან გამოწოვილი ჭორებია, ვიღაც ერევა, იმის კანდიდატია, ამის კანდიდატია და ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე და თანამდებობა რომ ამ ოჯახში ბზარი გაჩნდეს და ეგ იყო ჩემი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი“, -  განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.