საზოგადოება
„რუსეთის სამეკავშირეო ოფისის გახსნას ხელისუფლების ნებართვა არ სჭირდება“ - ბაღათურია

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის სამეკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მას არანაირი დიალოგი და კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

 "ოფისის შექმნასთან დაკავშრებით არანაირი დიალოგი ან კონსულტაცია ხელისუფლებასთან არ მქონია და ამას არ სჭირდება რაიმე ტიპის ნებართვები ან კონსულტაციები. ამ ოფისის მიზანია, აქ საქართველოში იმ პოლიტიკური ინდივიდების კონსოლიდიაცია, რომლებიც მართებულად მიიჩნევენ ქვეყნის განვითარების ამ გზას, რომელსაც მე ვლობირებ. ხელისუფლებასთან დიალოგი მქონდა ზოგადად ამ სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, ისინი არ ეთანხმებიან ჩემს მოსაზრებას, მაგრამ რა ვქნათ მაქვს განსხვავებული აზრები, ზოგი ეთანხმება, ზოგი არ ეთანხმება",- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.