საზოგადოება
"პრეზიდენტს ეს მესიჯები საკუთარი თვალით აქვს ნანახი" - ელისაშვილი

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მან მაღალჩინოსნების მიერ მისთვის გაგზავნილი სმს-ები პრეზიდენტს წააკითხა. "მინდა ძალიან ადამიანურად, მოქალაქეობრივად მივმართო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დაადასტუროს ან უარყოს, წავაკითხე თუ არა ის მესიჯები, გავაცანი თუ არა ჩემი ეჭვები ამ მესიჯების კონტექსტთან დაკავშირებით და შემდეგ სხვა დანარჩენი ვუთხარი თუ არა. უბრალოდ ადამიანურად და მოქალაქეობრივად ვთხოვ. თუ მე მატყუარა და ცრუპენტელა ვარ, კი ბატონო, თქვას პრეზიდენტმა, რადგან ის ამ საქმეში მიუკერძოებელია. მაშინ მეც ვიტყვი, რომ მატუარა ვარ, დავიხურავ ქუდს და ქვეყნიდან წვალ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.