სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ხათუნა . მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, პაატა ხ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ხათუნა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.