სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გიორგი . ცეცხლსასროლი იარაღის და

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ხოლო წარსულში ნასამართლევი ავთანდილ . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაგებში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გიორგი კ-ს პირადი ჩხრეკისას, „გირსანის“ მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ავთანდილ კ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.