საზოგადოება
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ

Cameraმომავალ წელს თბილისში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბრძანება უკვე გამოსცა. ბრძანების თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სალაროსთან და გარე პერიმეტრზე. თუმცა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომელთა შესასვლელი არ არის განთავსებული ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე, არ ევალებათ გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება. ასევე, ფეხით მოსიარულეთა გზის ერთსა და იმავე სავალ ნაწილზე ერთმანეთის გვერდით განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შეეძლებათ, გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის საერთო სისტემა დაამონტაჟონ. ბრძანება 2011 წლის 2 თებერვლიდან ამოქმედდება, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა კი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება 2 მარტამდე უნდა განახორციელონ.