საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. 14 დეკემბერს საღამოს, კიევში, რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე უკრაინის შსს-ს მინისტრის არსენ ავაკოვისა და პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის მხრიდან სააკაშვილითან დაპირისპირებით გამოწვეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებაზე, რომელსაც როგორც სააკაშვილი ასევე ავაკოვიც ითხოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს აცხადებს.
,,მე ვხედავ რომ როგორც სააკაშვილს, ასევე ავაკოვს უნდათ რეფორმების ეროვნულ საბჭოზე მომხდარი ინციდენტის კადრების გამოქვეყნება… თუმცა ასეთი ინციდენტები, ქუჩის სტილში, არცხვენს ჩვენს ქვეყანას,“, - აცხადებს პრეზიდენტ პოროშენკოს პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტს, როდესაც უკრაინის შსს-ს მინისტრმა ავაკოვმა წყლით სავსე ჭიქა ესროლა სააკაშვილს, პრეზიდენტი პოროშენკოც ესწრებოდა.