აქტუალური
"დარწმუნებული ვარ, მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება" - ლევან მურუსიძე

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გაიმართა და მთავარი ყურადღება საბჭოს მოქმედი მდივანი ლევან მურუსიძისკენ იყომიმართული. ძირითადი პრეტენზიები მის მიმართ სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდებოდა.

40–წუთიან მოსმენას ესწრებოდა თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

საბჭოს წევრები მურუსიძეს შეკითხვებს სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე უსვამდნენ.

სხდომიდან გამოსულმა საბჭოს მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეები მას კიდევ ერთი ვადით არჩევაში მხარს დაუჭერენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება. რაც შეეხებათ არამოსამართლე წევრებს, ისინი ალბათ ამ გასაუბრების შემდეგ დაფიქრდებიან, გაანალიზებენ და ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.