აქტუალური
„პატიმრებისადმი მოპყრობის მხრივ საქართველოში კვლავ რთული ვითარებაა“

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. პატიმრებისადმი მოპყრობის მხრივ საქართველოში კვლავ რთული ვითარებაა - ასეთ დასკვნას აქვეყნებს პატიმართა წამების კომიტეტი. დოკუმენტში საუბარია პატიმართა მიმართ ცუდად მოპყრობისა და სამარტოო საკნებში მათ განთავსებაზე.

დასკვნაში განსაკუთრებულად აღნიშნულია გლდანისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებები, სადაც დოკუმენტის მიხედვით ჯერ კიდევ იყენებენ აკრძალულ მეთოდებს.

93–გვერდიან დოკუმენტში საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარებაა ასახული. ევროსაბჭოს კომისია საქართველოში 2014 წლის ბოლოს ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა და მათ ყველა შესაბამისი უწყება შეამოწმეს.