საზოგადოება
„გავულამაზოთ დღეები ბავშვებს და მათ მშობლებს“ - ამ საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ონკოლოგიური პრობლემების მქონე პატარების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საქველმოქმედო საღამოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა.იქ წარმოდგენილ ნამუშევრებს განსაზღვრული ღირებულება არ ჰქონდა, ამიტომ მსურველს მათი შეძენა ნებისმიერ ფასად შეეძლო. გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ბავშვებისთვის წინა საახალწლო საჩუქრების შეძენას მოხმარდება.